კაკაბაძე ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდა

0
20

„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი გიორგი კაკაბაძეა, პოლონეთის ექსტრაკლასას პირველ ტურში სტუმრად პოზნანის „ლეხთან“ ქულა აიღო – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. 31 წლის კაკაბაძეს გასული სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, რადგან აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა.
მან ჩემპიონატში ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა, პლუს ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ის კრაკოველთა ღირსებას 2021 წლიდან იცავს.
ლაშა თაბაგარი