გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ მაისურით ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში პირველი გოლი გაიტანა.
„ვილიარელმა“ ამხანაგურ მატჩში სტუმრად ნიდერლანდების პსვ 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ჯერ მცველს გაცდა, შემდეგ წინ გამოსულ მეკარეს, ხოლო საბოლოოდ ბურთი კარში გადაგზავნა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს.
მიქაუტაძე „ვილიარეალს“ შარშან ზაფხულში შეუერთდა და ლა ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 32 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ესპანეთის თასზე 3-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. გიორგი ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე 7 შეხვედრა გამართა და გოლი ტურინის „იუვენტუსის“ კარში შეაგდო. “ვილიარეალმა” 20-გუნდიან ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, „ვილიარეალის“ თავკაცის პოსტზე მარსელინო ტორალის ნაცვლად ინიგო პერესი დაინიშნა. 38 წლის ესპანელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
ლაშა თაბაგარი





