გუგეშაშვილი „გიოზთეფეში“ ითამაშებს

0
10

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ლუკა გუგეშაშვილი კარიერას თურქეთის „გიოზთეფეში“ განაგრძობს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.
თურქული კლუბი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს იჯარით აიყვანს, რომლის ამოწურვის შემდეგ, „გაზიანთეფს“ თუ სურვილი ექნება, გუგეშაშვილს ბერძნული პაოკ-დან 1,2 მილიონ ევროდ გამოისყიდის.
გუგეშაშვილი გასულ წელს „პანსერაიკოსიდან“ პაოკ-ში გადავიდა, სადაც არ ათამაშებდნენ და „ატრომიტოსში“ გაანათხოვრეს, რომლის მაისურით საბერძნეთის სუპერლიგაში 9 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი