ნოდარ ლომინაძე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” განაგრძობს. ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფირმაციით, პორტუგალიის “ეშტორილს” 24 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ და თავად ლომინაძემ “ტორპედოსთან” კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი, რომელსაც ერთხელ ეროვნულ გუნდშიც უთამაშია, “ეშტორილში” შარშან ზაფხულში გადავიდა და პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან პორტუგალიის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა.
ლომინაძე კარიერის განმავლობაში ასევე თბილისის “დინამოში”, “გაგრაში”, წყალტუბოს “შამგურალში” და გორის “დილაში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





