„დინამოს“ და „დილას“ სავარაუდო მეტოქეები კონფერენს ლიგაში ცნობილია

0
8

თბილისის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქე კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გაირკვა. თუ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი ლიეტუვას „ჟალგირისს“ ორ მატჩის ჯამში აჯობებს, მაშინ ხორვატიის სპლიტის „ჰაიდუკსა“ და კვიპროსის „პაფოსს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
გორის „დილა“ კვიპროსის „აპოლონის“ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში რუმინეთის კლუჟის „უნივერსიტატიას“ და ნორვეგიის „ბრანს“ შორის უძლიერესს ეთამაშება.
კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაშები 6 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 13 აგვისტოს.
ლაშა თაბაგარი