არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ აღიარა, რომ მეტოქემ უკეთესად ითამაშა.
„გულგატეხილი ვარ, მაგრამ ისიც მესმის, რომ ბოლომდე დავიხარჯეთ. გულწრფელად გეტყვით, რომ ესპანეთი უკეთესი იყო. მატჩი წავაგეთ და ამას ვიღებთ. ეს არ მიშნავს, რომ ყველაფერს დავივიწყებთ, რაც მანამდე გავაკეთეთ. ამიტომ მსურს ჩემს მოთამაშეებს და ქვეყანას მადლობა გადავუხადო“ – იუწყება AP მესის ნათქვამს, რომელმაც ფინალში მარცხის შემდეგ ცრემლი ვერ შეიკავა.
39 წლის მესის განვლილ მუნდიალზე ჩატარებულ 8 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





