ლუის დე ლა ფუენტე: “მუნდიალის ფინალში გასვლა პრივილეგიაა“

0
5

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ფინალში გასვლა პასუხისმგებლობა და პრივილეგიაა.
„ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა რთულია, მაგრამ ეს წმინდა სიხარუალია. მოთამაშეთა ეს ჯგუფი განსაკუთრებულია. გსურვს იმავე სულისკვეთებით გავაგრძელოთ და უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და შევეცდებით დასახულ მიზანს მივაღწიოთ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა პასუხისმგებლობა და პრივილეგიაა. მომხდარი უნდა გავითავისოთ და გავიაზროთ ის გზა, რომელიც ოთხი წლის წინ დავიწყეთ იდეით, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა.
გასახდელში ვთქვით, რომ მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან თამაში მოგვიწევდა, ხოლო მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდებოდა. ჩვენი ერთი მთლიანი ვართ – გუნდი, რომელმაც ნამდვილად დაიმსახურა ეს წარმატება თავისი თავდადებისა და ნიჭის წყალობით. ამის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა. ჩემი ფეხბურთელები ამას ისე აკთებენ, რომ რთული რაღაცეები მარტივად გამოიყურება.
არბიტრი ბევრ ჯარიმაზე თვალს ხუჭავდა. ჩვენ უკვე შევეჯახეთ უსიამოვნო სიტუაციას ურუგვაისთან მატჩში და ეს უსამართლობა იყო“ – იუწყება მოქმედი ევროპის ჩემპიონის თავკაცის სიტყვებს ესპანური მედია.
განვლილი მატჩის 22-ე წუთზე ლამინ იამალმა ფრანგების საჯარიმოში ლუკას დინს დაასწრო, რომელმაც ფეხი ბურთის მოსაგერიებლად მოიქნია და ესპანელ გარემარბს მოარტყა, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა. ოიარსაბალმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი 5 გოლით, როგორც ემილიო ბუტრაგენიოს, ასევე დავიდ ვილას გაუთანაბრა.
52-ე წუთზე ესპანელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და დანი ოლმოს პასის მერე მეკარესთან პირისპირ პედრო პორო დარჩა, რომელმაც ფრანგების კარი აიღო. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრებმა მეტოქის კართან ერთი რეალური საგოლე მომენტიც ვერ შექმნა. ესპანეთმა საფრანგეთი ზედიზედ მესამედ დაამარცხა და ისევ ნახევარფინალში – მანამდე ევროპის ჩემპიონატზე და ერთა ლიგაში აჯობა.
ესპანეთმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პლეი-ოფში ზედიზედ მე-8 თამაში მოიგო და როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში იტალიის დამყარებული, ასევე თავისი რეკორდი მოხსნა.
ლაშა თაბაგარი