„ფენერბაჰჩემ“ 40 მილიონად გრინვუდი შეიძინა

0
2

სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ ფრანგული „მარსელიდან“ თავდამსხმელი მეისონ  გრინვუდი შეიძინა, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
„მარსელი“ 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 2 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. თავის მხრივ, 10 მილიონი ევრო „მანჩესტერ იუნაიტედს“ ერგება გადაყიდვის პროცენტის პუნქტის წყალობით.
გრინვუდი „ფენერბაჰჩესთან“ კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს და მისი ხელფასი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ევრო იქნება. მან გასულ სეზონში „მარსელის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 45 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა,
ლაშა თაბაგარი