ხაბი ალონსო: „გასული სეზონის შემდეგ ნულიდან ვიწყებთ“

0
4

ლონდონის „ჩელსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხაბი ალონსომ განაცხადა, რომ გასული სეზონის შემდეგ, ყველაფერს ნულიდან იწყებენ.
„ეს მიზანია, რომლის მისაღწევად ბევრი სწორი რამ უნდა გავაკეთოთ. ჩემი სამუშაოო ისაა, რასაც მოუთმენლად ველოდები, რომ ვიყო აპ პროცესი ნაწილი, ვიცოდე როგორ გვსურს თამაშია, როგორს ვხედავთ საკუთარ თავს და როგორ მივოდეთ თითოეულ მატჩამდე. სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენ ზუსტად იქ ყოფნა გვსურს.
გასული სეზონის შემდეგ ნულიდან ვიწყებთ. სამწვრთნელო შტაბში და მენეჯერთა შორის ახალი საახეებია. თუმცა, ისინი ნამდვილად დაინეტერესებული არიან იმაში რასაც ვაკეთებთ. თქვენ ხედავთ, რომ კარგი ენერგიაა. აზარტი არის“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე ესპანელმა სპეციალისტმა, რომელიც „ჩელსის“ სათავეში მაისში ჩაუდგა.
გასულ სეზონში ხაბი ალონსოს მადრიდის „რეალს“ ავარჯიშებდა, რომლიდან 13 იანვარს დაითხოვეს. 44 წლის ალონსო 2022-2025 წლებში ლევერკუზენის „ბაიერს“ ავარჯიშებდა და 2023-2024 წლების სეზონში არსებობის ისტორიაში პირველად გერმანიის ბუნდესლიგა ისე მოაგებინა, რომ ერთი თამაშიც არ წაუგიათ. გარდა ამისა, მან „ბაიერს“ გერმანიის თასი და სუპერთასი ააღებინა, ხოლო ევროპა ლიგის ფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ დამარცხდა.
ფეხბურთელობისას ალონსო „რეალში“ 2009-2014 წლებში გამოდიოდა. მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა ერთხელ, ესპანეთის თასი ორჯერ, ესპანეთის სუპერთასი ერთხელ და ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი