მექვაბიშვილმა რუმინეთის სუპერთასი მოიგო

0
2

ანზორ მექვაბიშვილიმა კრაიოვას „უნივერსიტატიას“ მაისურით რუმინეთში კიდევ ერთი ტიტული მოიგო.
კრაიოველები სუპერთასისთვის მატჩში „კლუჟს“ შეხვდნენ და პენალტების სერიაში დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ნსიმბამ ანგარიში გახსნა. „კლუჟიდან“ 53-ე წუთზე საპასუხო ბურთი ალიევმა გაიტანა.
ძირთადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში „უნივერისტატიამ“ 5:3 გაიმარჯვა – მექვაბიშვილმა გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად შეასრულა.
მექვაბიშვილმა სუპერთასამდე, რუმინეთში ჩემპიონის ოქროს მედლები და თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი