გიორგი ზარიამ ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნების შემდეგ „აქტობეს“ მაისურით გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მე-17 ტურში „აქტობე“ სტუმრად „ასტანას“ შეხვდა და 2:3 დამარცხდა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბურთი შეუჩერებლად ბადეში გადაგზავნა – 1:1. ის 58-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, მან თავი „ჟეტისუსთან“ შეხვდრაში გაიმოიჩინა, როდესაც შეცვლაზე შესულმა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე გამარჯვების ბურთი შეაგდო – 2:1.
28 წლის ზარიამ ყაზახეთში დაბრუნებამდე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა, მაგრამ საგოლე მოქმედება არ ჰქონია. „აქტობე“ 25 ქულით 16-გუნდია ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ზაქარია ბეგლარიშვილმა „ნომეს“ რიგებში მიმდინარე სეზონში ესტონეთის უმაღლეს დივიზიონში თავი მეშვიდედ გამოიჩინა. მე-19 ტურში „ნომემ“ შინ „კურასარე“ 3:2 დაამარცხა, ხოლო 36 წლის ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე გადამწყვეტი გოლი შეაგდო, როდესაც სტუმართა საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. მის ანგარიშზე ასევე 7 საგოლე გადაცემაა. „ნომე“ 22 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





