ლაპორტამ „ბარსელონაში“ ადეიემის ტრანსფერი დაადასტურა

0
3

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დორტმუნდის „ბორუსიადან“ გარემარბს კარიმ ადეიემის შეძენა დაადასტურა.
„ჩვენ ძალიან გვიხარია, ის მოთამაშეა, რომელსაც თვალს დიდი ხანი ვადევნებდით. ადეიემი ძალიან სწრაფი და კარგი ფეხბურთელია. დეკუმ („ბარსელონას“ სპორტული დირექტორი, რედ.) საუცხოოდ იმუშავა“ – იუწყება ლაპორტას ნათქვამს ესპანური მედია.
24 წლის ადეიემის სანაცვლოდ „ბორუსია“ 22.5 მილიონ ევროს მიიღებს და კიდევ 9 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ მომავალში ესპანრუი გრანდი გერმანელ ფეხბურთელს გაყიდის, დორტმუნდელები ტრანსფერის თანხიდან 35% მიიღებენ.
გერმანიის ეროვნული ნაკრების გარემარბი „ბორუსიაში“ 2022 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 146 მატჩში 36 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი