ლუის დე ლა ფუენტე: „საფრანგეთის დამარცხება შეგვიძლია“

0
1

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ბელგიასთან 2:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს სასტარტო შემადგენლობაში ვინ მოხვდება.
„ჩემთვის საერთოდ არაა მნიშვნელოვანი სასტარტოში ვინ იქნება. თითოეულ ფეხბურთელს თავისი როლი და ამოცანა აქვს, რომელსაც ძალიან კარგად ასრულებს. ერთნაირად მნიშვნელოვანი მოედანზე პირველი წუთიდან იქნები თი ბოლო ხუთ წუთს გაატარებს.
დღეს ეს უნაი სიმონმა მითხრა, რომელსაც სავსებით ვეთანხმები.თითოეულმა ხარისხიანად უნდა შეასრულოს ის სამუშაო, რომელსაც დაავალებენ. მაგალითად, პედრის სასტარტოში ვერმოხვედრამ ბევრი გააკვირვა, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო დასვენებული ფაბიან რუისი გჭირდებოდა, რომელიც საუცხოო ფეხბურთელია.
მიკელ მერინო დაუჯერებლად მაღალი დონის მოთამაშეა. მას ბევრი ძლიერი თვისება აქვს. ამ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ნებისმიერ გუნდში თამაში და სარგებლობის მოტანა შეუძლია. ჩვენთვის ის ამ სათამაშო იდეის და მოდელის ეტალონია. ვიცით, რომ მიკელზე დაყრდნობა ყოველთვის შესაძლებელია და არასოდეს დაგაღალატებს.
სამართლიანად შესაძლოა მივიჩინიოთ მოსაზრება, რომ საფრანგეთის დამარცხება შეგვიძლია. ამას თავდაუზოგავად ვიმუშავებთ. ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელმაც საფრანგეთს ორჯერ მოუგო. ორი დიადი გუნდი შეხვდება“ – იუწყება დე ლა ფუენტეს ნათქვამს ესპანური მედია.
განვლილი მატჩის 30-ე წუთზე ბელგიელთა საჯარიმოში მყოფი დანი ოლმოს დარტყმული ბურთი ტიბო კურტუამ მოიგერია, ხოლო ფაბიან რუისმა ზუსტად დაამატა – 1:0. 41-ე წუთზე ბელგიელთა პირველი ხეირიანი შეტევა გოლით დასრულდა – კასტანიემ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა დე კეტელაარმა საჰაერო ორთაბრძოლაში კუბარსის აჯობა და საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
71-ე წუთზე კურტუამ ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და ლამენსმა შეცვალა. 88-ე წუთზე კუბარსიმ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ლამენსმა ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო შეცვლაზე შესულმა მერინომ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:1.
ესპანეთი 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის შემდეგ პირველად 1/2-ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის შეხვდება. მაშინ, ესპანეთამ არსებობის ისტორიაში ერთადერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. საფრანგეთი ესპანეთის დაპირისპირება 14 ივლისს შედგება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი