„დინამომ“ ლუქსემბურგში მოიგო

0
1

თბილისის „დინამომ“ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით უეფას კონფერენს ლიგის 2026-2027 წლები სეზონის პირველი საკვაიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად ლუქსემბურგში „მონდორფთან“ წარმატებით ჩაატარა.
მატჩის მე-2 წუთზე ნიკა ნინუამ მარჯვენა მხრიდან კუთხური ჩააწოდა და გვინეელმა ალგასიმე ბამ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1. მე-12 წუთზე მასპინძლებმა კუთხური კარგად გაითამაშეს და თბილისელთა საჯარიმოში მყოფი ესტრადას დარტყმის შემდეგ, ლორიამ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
მე-19 წუთზე ნინუამ კუთხური უკვე მარცხნიდან ჩააწოდა და მათვ ვაწაძემ თავით შეაგდო – 0:2. 71-ე წუთზე „დინამოს“ კარი ფარმა აიღო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „დინამო“ საპასუხო თამაშს 16 ივლისს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.
„მონდორფი“ (ლუქსემბურგი) – „დინამო“ (თბილისი) 1:2 (0:2)
9 ივლისი. მონდორფი. სტადიონი „ჯონ გრუნი“.
„მონდორფი“:
მაჩადო, პელეტიერი (სტაინმეტცი, 46), ესტრადა, ბაალი, მედინა (კუტურიე, 61), კნოპფლერი, ტინელი (კუმბი, 81), ჰოლტერი (კ), ფარი, სტოლტცი (ლოპესი, 72), კლიცა (კირჩი, 72).
მთავარი მწვრთნელი:

„დინამო“: ლორია (კ), ფსალტისი (კვარაცხელია, 66), კურდიჩი, კალანდაძე, ლეო სანტოსი, ციკოლია (კაკაშვილი, 46), ოსეი, ნინუა, ბა, ვაწაძე (ქვარცხავა, 61), დო კოუტუ (დანელია, 89).
მთავარი მწვრთნელი:
თემურ ქეცბაია.
გოლები: 0:1 ბა (2), ვაწაძე (19), 1:2 ფარი (71)
გაფრთხილება:
ფსალტისი (22), პელეტიერი (24), კუმბი (90+6).
მთავარი მსაჯი:
ჰეინი ზისკანსონი (ფარერები).
ლაშა თაბაგარი