დიდიე დეშამი: „პარაგვაი ყველა შესაძლო ხრიკს იყენებდა“

0
2
Soccer Football - FIFA World Cup Qatar 2022 - Semi Final - France v Morocco - Al Bayt Stadium, Al Khor, Qatar - December 14, 2022 France coach Didier Deschamps celebrates after the match as France reach the final REUTERS/Kai Pfaffenbach

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში პარაგვაისთან 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ სამხრეთ ამერიკულ გუნდებთან თამაში ყოველთვის რთულია.
„გამარჯვება მარტივი არ იყო.  მატჩის ბოლოს ჩვენს მიერ შექმნილი ერთ-ერთი საგოლე მომენტი რომ გამოგვეყენებინა, ფინიში გაცილებით კომფორტული იქნებოდა. პარაგვაი ყველა შესაძლო ხრიკს იყენებდა. ეს ის ფეხბურთი არაა, რომლის ყურება ხალს სურს, მაგრამ ჩვენ კონცენტრაციას ვინარჩუნებდით, რაც იოლი არაა. პარაგვაი ფიზიკურად ძლიერი გუნდია და თავს კარგად იცავს.
წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. სამხრეთ ამერიკული გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია და ძალიან მიხარია, რომ დასახულ ამოცანას თავი გავართვით. 1/4-ფინალში გავედით და ამით უნდა დავტკბეთ“ – იუწყება ფიფას ვებგვერდი დეშამის ნათქვამს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფებში 10 მატჩის მომგები პირველი მწვრთნელია.
დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთმა 2018 წელს რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2022 წელს კატარში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
განვლილ მატჩში ერთადერთი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, რომელმაც 70-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. საფრანგეთი 1/4-ფინალში მაროკოს 10 ივლისს შეხვდება და მატჩი საქართველოს დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი