მესი: „პრესინგის ორგანიზება როგორც საჭირო იყო, ისე ვერ მოვახერხეთ“

0
4
Argentina's Lionel Messi celebrates after scoring his side's opening goal during the World Cup group C soccer match between Argentina and Mexico, at the Lusail Stadium in Lusail, Qatar, Saturday, Nov. 26, 2022. (AP Photo/Ariel Schalit)

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კაბო-ვერდესთან დამატებით დროში 3:2 გამარჯვების შემდეგ, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამო აფრიკული ბარიერის დაძლევა გაუჭირდათ.
„ვფიქრობ, პრესინგის ორგანიზება როგორც საჭირო იყო, ისე ვერ მოვახერხეთ. ზოგჯერ ჩვენს ხაზებს შორის ძალიან დიდი დაშორება იყო. როდესაც ერთი საყრდენი ნახევარმცველი პრესინგის სათამაშოდ წინ იწევდა, ცენტრალურ მცველებს ძალიან დიდი დისტანციის დაფარვა უხდებოდათ, რის გამო ჩვენი სათამაშო სტრუქტურა დაიშალა.
მეტოქეს მუდმივად რჩებოდა ზედმეტი მოთამაშე, რადგან მათ პერსონალურად აყვავანას ვერ ვასწრებდით. სწორედ ამიტომ მეტოქე ბურთს აკონტროლებდა და ბევრ სირბილს გვაიძულებდა – ჩვენ უბრალოდ სათანადოდ პრესინგს ვერ ვთამაშობდით“ – იუწყება მესის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 30 მატჩი ჩაატარა. მან 20 გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი გააუმჯობესა – მეორე ადგილზე ფრანგების კაპიტანი კილიან მბაპეა (18 გოლი). მესიმ მიმდინარე მუნდიალზე თავი მეშვიდედ გამოიჩინა და თავისი პირადი რეკორდი გაიმეორა, რომელიც 4 წლის წინ კატარში დაამყარა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალებზე მეტოქეთა კარი ზედიზედ 8 მატჩში აიღო და ასევე, პირველია, რომელმაც პლეი-ოფებში მეტოქეები მიჯრით 5 შეხვედრაში დაამწუხრა. მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლი 14 ქვეყნის ნაკრებს შეუგდო და თავისი რეკორდი განაახლა. მესიმ ნაკრების მაისურით 124-ე გოლი მიითვალა, ხოლო მთლიანად კარიერაში – 918-ე. მესისთან ერთად არგენტინა 1/8-ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა.
ლაშა თაბაგარი