რუდი გარსია: „ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია თუ ამის გჯერა“

0
2

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში დამატებით დროში სენეგალთან 3:2 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ თუ გჯერა ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.
„ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია თუ ამის გჯერა. მე უკვე ვთქვი, რომ ამ გუნდის ძალა ყველაფერთან ერთად სათადარიგო მოთამაშეებშიცაა. თერთმეტი ფეხბურთელით შედეგს ვერ მაიღწევ.
მატჩის მიწურულს მეტოქემ კონცენტრაცია დაკარგა. სენეგალს 2:0 ანგარიშის შენარჩუნება სურდა, რაც ჩემი აზრით დიდი შეცდომა იყო. ამან თავდაჯერება შეგვმატა. იმიტომ, რომ ანგარიში როცა 1:2 გახდა, მატჩის მსვლელობა შეიცვალა. ამის შემდეგ ანგარიში გავათანაბრეთ. კარგია, რომ თამაშის ბოლოს დამსახურებული პენალტი გავიტანეთ“ – იუწყება ფრანგი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის 24-ე წუთზე სენეგალი დიარამ დააწინაურა, ხოლო 51-ე წუთზე ისმაილა სარის დარტყმის მერე აფრიკელები 2:0 იგებდნენ. 86-ე წუთზე ერთი ბურთი რომელუ ლუკაკუმ გაქვითა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ თამაშში ჩაერთო. 89-ე წუთზე ტილემანსმა ანგარიში გაათანაბრა. დამატებითი დრო დაინიშნა და 125-ე წუთზე ტილემანსმა სენეგალის კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა. ბელგიელთა კაპიტანი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლის ავტორი აღმოჩნდა. ბელგია 1/8-ფინალში აშშ-ს დაუპირისპირდება. მატჩი 7 ივლისს თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი