ჰარი კეინი: „ასეთ მატჩებში ვიღაც გმირი უნდა გახდეს“

0
3

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 2:1 მოგების მერე განაცხადა, რომ ასეთ მატჩებში ვიღაც გმირი უნდა გახდეს.
„გულწრფელად გეტყვით, რომ საოცარი გრძნობაა. როგორი გიჟური მატჩი აღმოჩნდა! ძალიან ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით, მაგრამ პირველი წყლის პაუზის შემდეგ გაცილებით უკეთესად ავთამაშდით. მეტოქის მეკარემ რამდენიმე წარმიუდგენელი ბურთი მოიგერია.
მთელი კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ასეთ მატჩებში ვიღაც გმირი უნდა გახდეს. დღეს, ასეთი ადამიანი მე გავხდი. რა თქმა უნდა, სამუშაო კიდევ გვაქვს, მაგრამ ტურნირის ამ სტადიაზე მთავარი შემდეგ ეტაპზე გასვლაა. ახლა ჩემპიონატის ის ეტაპია, როდესაც გამარჯვება უნდა გამოღლიტო და დღეს სწორედ ეს გავაკეთეთ.
სხვა ნაკრებებისგან არაფრით განვსხვავდებით. შემდეგ რაუნდში გავედით და ახლა უნდა გავიხაროთ. მინდა, რომ ეს ემოცია მთელმა გუნდმა ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად გაიზიაროს, ხოლო შემდეგ ისევ სამუშაოზე ვკონცენტრირდეთ.
ხორვატიასთან თამაშის შემდეგ ვსაუბრობდით თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა თამაშზე გავლენა მოახდინონ. დღეს, ეს ისევ ვნახეთ. იმედია, რომ იმავე სულისკვეთებით გავაგრძელებთ“ – იუწყება BBC კეინის ნათქვამს, რომელმაც კონგოელებთან დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მოაგებინა.
ინგლისელთა კაპიტანმა მიმდინარე მუნდიალზე ხუთი ბურთი შეაგდო. მან მსოფლიო პირველობებზე თავის 13-ჯერ გამოიჩინა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ბრაზილიელ პელეს გაასწრო, ხოლო ფრანგ ჟიუსტ ფონტენს გაუთანაბრდა – გერდ მიულერს, რონალდოს, მიროსლავ კლოზეს. კილიან მბაპეს და ლიონელ მესის ჩამორჩება. კეინმა ბოლო წლის განმავლობაში ნაკრებში და კლუბში ჩატარებულ 66 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 72-ჯერ აიღო.
ინგლისის ნაკრები 1/8-ფინალში მექსიკას შეხვდება. თამაში 6 ივლისს საქართველოს დროით დილის 4 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი