რონალდი კუმანი: „ხუთიდან სამი პენალტის ვერგატანა მიუღებელია“

0
2

ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში მაროკოსთან პენალტებში წაგების შემდეგ აღნიშნა, რომ ხუთიდან სამი თერთმეტმეტრიანის ვერგატანა მიუღებელია.
„უდავოა, რომ რაღაცის გაკეთება უკეთესად შეიძლებოდა. იყო მომენტები, როდესაც ძალიან უკან ვიხევდით და მეტოქე წნეხის ქვეშ ვერ ვაქცევდით, თუმცა თავს საკმაოდ კარგად ვიცავდით. ასეთ მეტოქეს ბევრი მომენტი არ უნდა შეაქმნევინო. თუმცა, ეს უკვე წარსულია. ყველა მაგრები ვართ, როდესაც წარსულზე ვსაუბრობთ.
5-3-2 სქემა იმიტომ ავირჩიეთ, რომ განვლილ სამ მატჩში მეტოქეებს ბევრი მომენტები შევაქმნევინეთ. ამაზე თვალის დახუჭვა და იმავე სტილში თამაშის გაგრძელება შესაძლებელია, მაგრამ მწვრთნელმა რაღაც უნდა შეცვალოს. ნიდერლანდებში ყველა გვთხოვდა, რომ ხუთი მცველით გვეთამაშა. ასე გავაკეთატ, მაგრამ ისევ რაღაც არ გამოგვივიდა. თუმცა, ჩემთვის სულ ერთია და არ ვნანობ. ყველამ კარგად ვიცით ასეთ დროს პენალტის გატანა რა რთულია. ხუთიდან სამი პენალტის ვერგატანა მიუღებელია“ – იუწყება კუმანის ნათქვამს ნიდერლანდური მედია.
განვლილი მატჩის 72-ე წუთზე ნიდერლანდელთა კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებულმა სამერვილმა ვარდნაში პასი გაკპოს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე ნიდერლანდების საჯარიმოში ბურთი ტალბიმ ჩააწოდა და დიოპმა თავით საპასუხო ბურთი გაიტანა. დამატებითმა ტაიმებმა გამარჯვებული ვერ გაარკვიეს და პენალტებში მაროკომ 3:2 გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი