“ტორპედოში” ფრანგი ახალწვეულია

0
1
ქუთაისის “ტორპედოს” მორიგი ლეგიონერი შეუერთდა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“30 წლის ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ვირჯილ პინსონი “ტორპედოს“ ფეხბურთელია. ის უკვე ქუთაისშია, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 1,5+1 სისტემით გააფორმა.
კარიერის განმავლობაში პინსონმა საფრანგეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, სომხეთისა და ისრაელის უმაღლეს ლიგებში ითამაშა და არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარა ევროტურნირებზე.
ბოლო ორი სეზონის განმავლობაში პინსონი სომხური „ნოას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. სწორედ მისი დახმარებით კლუბმა ისტორიულ შედეგს მიაღწია. უეფას კონფერენსლიგის გასულ სეზონში ინდივიდუალური მაჩვენებლით ვირჯილ პინსონი ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ფრანგმა შემტევმა ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, რაც მის ტექნიკას, სისწრაფესა და შემტევი სტილის განსაკუთრებულ უნარებს ნათლად წარმოაჩენს”.
ლაშა თაბაგარი