ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის რონალდის აზრით, კარლო ანჩელოტი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებისთვის იდეალური მწვრთნელია.
„მას ბოლომდე ვენდობი, რადგან შეუძლია გუნდში სწორი ატმოსფეროს შექმნას და მოთამაშეებს საუკეთესო თვისებები გამოავლენინოს. ფეხბურთი ისე ესმის, როგორც სხვას არავის და შეუძლია ზეწოლას გაუმკლავდეს. ბრაზილიის ნაკრებზე თუ ვისაუბრებთ, მის გარდა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სხვას არავის ავირჩევდი.
მჯერა, რომ ბრაზილიის გაჩემპიონება შეუძლია. ჩემი აზრით, ამჟამად სწორედ მწვრთნელის მუშაობაა გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც გუნდებს შორის განსხვავებას ქმნის. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც საერთაშორისო დონეზე თავი უკვე დიდი ხანია წარმოაჩინეს და უმაღლესი დონის მატჩებს მიეჩვივნენ, ასევე, ახალგაზრდა ტალანტებიც გვყავს.
ანჩელოტიმ კარგად იცის მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან როგორც უნდა იმუშავოს და გუნდს მოტივაცია მისცეს. მას კოლექტივში მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა შეუძლია.
ახლა ბრაზილიას ყველაზე მეტად სწორედ ეს არ ჰყოფნიდა, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის ვერმოგების გამო, გუნდზე წნეხი მხოლოდ იზრდება. თუმცა, ეს მუნდიალი ძალიან კარგად დავიწყეთ“ – იუწყება ფრანგული გამოცემა „ეკიპი“მსოფლიო 2002 წლის ჩემპიონის ნათქვამს, რომელმაც იმ ტურნირში 8 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი გერმანიასთან მოგებულ ფინალში.
ლაშა თაბაგარი





