კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯესი მარშმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში კანადასთან 1:0 გამარჯვების შემდეგ, თავის ფეხბურთელებს ეროვნული გმირები უწოდა. კანადის ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად მუნდიალის 1/8-ფინალში ითამაშებს.
„ბიჭები, თქვენ ეროვნული გმირები ხართ. კანადელი გმირები ამ ქვეყნის ბავშვებისთვის, რომელთაც ფეხბურთის თამაში სურთ. ამ სპორტს თქვენი წყალობით დიდი მომავალი აქვს. უნდა იამაყოთ იმით, ვინც ხართ. თქვენ ამ თამაშით უნდა იამაყოთ.
ჩვენ ვციდლობდით სტრუქტურა შეგვენარჩუნებინა და თამაშის ინტენსიურობა თანდათან გაგვეზარდა. გეგმა ასეთი იყო: შეცვლების ხარჯზე უფრო გავძლიერებულიყავით და რაღაც მომენტში მეტოქე დაგვესაჯა.
საგოლე მომენტები მთელი შეხვედრის განმავლოვაში გვქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში ცივსისხლიანობა არ გვყოფნიდა. ამის შემდეგ, ბურთი სტივ ეუშტაკიუს მიუვიდა და მეიმედებოდა, რომ ის კარის ჩარჩოში მაინც მოახვედრებდა, რითაც შანსს მოგვცემდა, მაგრამ მან გაიტანა.
მნიშვნელობა არ აქვს 1/8-ფინალში ნიდერლანდები შეგვხდება თუ მაროკო. მე სწორედ ეს მინდოდა. მსურდა, რათა ამ გუნდს ერთ-ერთი საფეხბურთო გიგანტის წინააღმდეგ თამაშის უფლება მიეღო. ახლა ამას ვაპირებთ“ – იუწყება მარშის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილ მატჩში ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გავიდა, როდესაც სამხრთე აფრიკელი მცველის მიერ თავით მოგეიებული ბურთი ეუშტაკიუმ ერთი შეხებით დაამუშავა და დაახლოებით 18 მეტრიდან კარის ბადეში გაახვია. კანადელები 1/8-ფინალში ნიდერლანდებსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. სამხრეთ აფრიკის ბელგიელი მწვრთნელი უგო ბროსი 74 წლის ასაკში ყველაზე ხანდაზმულია, რომელსაც გუნდისთვის მუნდიალის პლეი-ოფში უხელმძღვანელია.
ლაშა თაბაგარი





