ვინისიუსი: „პირადი სტატისტიკა არ მაღელვებს“

0
3

ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ვინისიუს ჟუნიორს პირადი სტატისტიკა არ აღელვებს. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის C ჯგუფის მე-3 ტურში შოტლანდიასთან 3:0 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც დუბლი შეასრულა. ვინისიუსმა მიმდინარე ტურნირში გოლი სამივე შეხვედრაში გაიტანა და სამივეჯერ საუკეთესოდ დაასახელეს. ის მეხუთე ბრაზილიელია, რომელმაც თავი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თავი სამივე შეხვედრაში გამოიჩინა. მანამდე, იმავე ჟაირზინიომ (1970), რომარიომ (1994), რივალდომ და რონალდომ (2002) მოახერხეს.
„პირადი სტატისტიკა არ მაღელვებს, არამედ, მაღელვებს ის, გავაკეთებ თუ არა ყველაფერს, რომ ნაკრებს დავეხმარო. თუმცა, ჩემს მიერ გატანილი გოლებით კმაყოფილი ვარ. თავითაც კი შევაგდე, რასაც მწვრთნელს შევპირდი. მან მითხრა, რომ ჩემთვის ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა და ამისთვის საჩუქარს დამპირდა. მოდით დაველოდოთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება და ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაა. საუბარი იმას ეხება, რომ მომდევნო მიზნისთვის უფრო სრულყოფილი ვიყოთ, რადგან წინ პლეი-ოფია“ – იუწყება ვინისიუსის ნათქვამს ბრაზილიური მედია.
ლაშა თაბაგარი