იაკინი: „ახლა მომენტით უნდა დავტკბეთ“

0
2

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰაკან იაკინმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის მე-3 ტურში ტურნირის ერთ-ერთ თანამასპინძელ კანადასთან 2:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა, მომენტით ტკბობის საშუალებას აძლევთ.
„ჩვენ ცოტა ცხოვრება გავირთულეთ. თუმცა, განვლილ შეხვედრაში გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. მეორე ტაიმი საუცხოოდ დავიწყეთ და ორი გოლი გავიტანეთ. ამის შემდეგ, მეტოქე გაიხსნა და მოედანზე შემტევი მოთამაშეები გამოიყვანა, რის გამო, ცოტა ამოცანის შესრულება გაგვირთულდა.
ჩვენ ბურთზე კონტროლი დავკარგეთ და მეტოქეს იმედი მივეცით. თუმცა, ბოლოს და ბოლოს ყველაფერს გავუმკლავდით, რაც მთავარია. ახლა მომენტით უნდა დავტკბეთ, რადგან ცხრილის სათავეში ვართ. უნდა დაველოდოთ ვინ შეგვხვდება. ასეთი დიდი მანძილების პირობებში ორი-სამი დღე დასვენებაზე მართლაც მნიშვნელოვანია“ – იუწყება იაკინის ნათქვამს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.
შვეიცარიამ 7 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მუნდიალების პლეი-ოფში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა. კანადა 4 ქულით მეორე პოზიციაზე და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველად ითამაშებს, სადაც სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.
პარალელურად გამართულ შეხვედრაში სერგეი ბარბარესის გაწვრთნილმა ბოსნიამ კატარს 2:1 აჯობა და მესამე ადგილზე გავიდა. ბოსნიელები საუკეთესო მესამეადგილოსან 8 გუნდში მოხვდნენ და პლეი-ოფში ასევე პირველად მოხდნენ. ბოლო ადგილი 1 ქულით კატარმა დაიკავა.
ლაშა თაბაგარი