ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის C ჯგუფში ჰაიტისთან 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ „სელესაოს“ კონკურენციის გაწევა ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია.
„პირველ ტაიმში უკეთესად ვითამაშეთა და შეტევაში უფრო ეფექტურად ვმოქმედებდით. მეორე ტაიმში თამაშს მეტად ვაკონტროლებდით. თუმცა, საკმარისად საგოლე მომენტები შევქმენით და უფრო მეტი უნდა გაგვეტანა.
ვინისიუსი ცენტრში დავაყენეთ, ხოლო დუგლას სანტოსი ფლანგზე დავტოვეთ და მან დავალებას თავი საუცხოოდ გაართვა. ვინი მხოლოდ ერთ-ერთზე არაა სახიფათო. ნახევარდაცვის სიღრმიდან შეტევაც შესაძლოა სახიფათო იყოს. მას შუეძლია პოზიციის შეცვლა, ხოლო სხვა მოთამაშეებმა ფეხი უნდა აუწყონ. მარჯვენა ფლანგი სტაბილურია რაფინიასთან და რაიანთან ერთად, რადგან გვსურს, რომ დანილო უფრო უკნიდან ითამაშოს.
პლეი-ოფზე არ ვფიქრობთ, არამედ, გინდა, რომ შოტლანდიასთან უფრო უკეთესად ვითამაშოთ და თუ შესაძლოა ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. შოტლანდიას შეუძლია პრობლემე შექმნას, რაც მაროკოსთან მატჩშიც გამოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე და ცივსისხლიანობა შევინარჩუნოთ.
ყველა შეხვედრა რთულია. ჩვენ და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას გვჯერა, რომ კონკურენციის გაწევა ნებისმიერისთვის შეგვძილია – ჰაიტით დაწყებული საფრანგეთით დამთავრებული“ – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
განვლილი შეხვედრის 23-ე წუთზე ანგარიში მატეუშ კუნიამ გახსნა, რომელმაც 36-ე წუთზე დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე თავი ვინისიუს ჟუნიორმა გამოიჩინა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი





