იაკინი: „მნიშვნელოვანი იყო, რომ მოედანზე მთელი ენერგია გვეჩვენებინა“

0
2

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მურატ იაკინმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე მატჩში შვეიცარიასთან 4:1 გამარჯვების მერე აღნიშნა, რომ მთელი ენერგიის მოედანზე ჩვენება მნიშვნელოვანი იყო.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ მოედანზე მთელი ენერგია გვეჩვენებინა და სწორი გადაწყვეტილებები მიგვეღო. მოთმინებით უნდა აღვჭურვილიყავით და წლის პაუზას დაველოდეთ, რათა ტაქტიკური ცვლილებები შეგვეტანა, რომ მეტოქეს რეაგირება ვერ მოეხდინა.
სწრაფი მოთამაშეები გამოვიყენეთ და მას მერე რაც მეტოქე დაიღალა, ბევრი სივრცე გვქონდა, რის წყალობით მატჩის ბედი მშვიდად გადავწყვიტეთ“ – იუწყება იაკინის ნათქვამს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.
განვლილი შეხვედრის 74-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა მანზამბიმ გახსნა, მე-80 წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მუჰარემოვიჩი გაუძევეს, ხოლო 84-ე წუთზე ვარგასმა შვეიცარია კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 90-ე წუთზე მანზამბიმ დუბლი შეასრულა. ის 20 წლის და 247 დღის ასაკში შვეიცარიის ნაკრების ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე დუბლის შემსრულებელი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მაჰმიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, ოთხ წუთში კი საბოლოო წერტილი შვეიცარიელთა კაპიტანმა გრანიტ ჯაკამ პენალტიდან დასვა.
ლაშა თაბაგარი