თბილისის „იბერიამ“ ბრაზილიელი მცველი ანდრეი სანტოსი დაიმატა. 21 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში ბაქოს „საბაჰში“ გამოდიოდა და აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა. თუმცა, მან ჩემპიონატში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, ხოლო უეფას კონფერენს ლიგაში 2-ჯერ ითამაშა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ესტონეთის ტალინის „ფლორას“ შეხვდება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 7-8 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14-15 ივლისს. „იბერია“ პირველ თამაშს სტუმრად ჩაატარებს.
ტალინის „ფლორას“ ძლევის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავას „სლოვანს“ დაუპირისპირდება. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 21-22 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი – 28-29 ივლისს.
„იბერია“, რომელსაც უკრაინელი ანდრეი დემჩენკო წვრთნის, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ თამაშს სახლში გამართავს.
ლაშა თაბაგარი





