პიუელი „ნიცადან“ წავიდა

0
7

კლოდ პიელმა „ნიცას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. 64 წლის ფრანგი სპეციალისტის ნიცელებს სათავეში მეორედ 2025 წლის 30 დეკემბერს ჩაუდგა. მანამდე, ის გუნდს 2012-2016 წლებში ავარჯიშებდა. პიელის ხელმძღვანელობით „ნიცამ“ პლეი-ოფში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ დაამარცხა (0:0, 4:1) და საფრანგეთის ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა. მას კლუბთან კონტრაქტი 2025-2026 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებდა და მხარეებმა თანამშრომლობა აღარ გააგრძელეს.
ხანგრძლივი სამწვრთნელოს კარიერის განმავლობაში პიუელმა „მონაკოს“ საფრანგეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა. გარდა ამისა, მან „ლილს“ ინტერტოტოს თასი ააღებინა.
ლაშა თაბაგარი