ანჩელოტი: „პირველი მატჩით ვერ განსაზღვრავ ჩემპიონატს მოიგებ თუ არა“

0
5

ბრაზილიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის სტარტზე C ჯგუფში მაროკოსთან 1:1 დასრულებული მატჩში, თავისი შეგირდების თამაშით უკმაყოფილო დარჩა.
„კარგად არ გვითამაშია. რამდენიმე პრობლემა გქონდა – გუნდი ძალიან დაუბალანსებელი გამოიყურებოდა, ბურთს ხშირად ვკარგავდით და ამ მხრივ უკეთესები უნდა ვიყოთ.
შესვენების შემდეგ რამდენიმე შეცვლა განვახორციელეთ, მაგრამ მაროკოს დაცვის დაბალი ბლოკი ვერ გავტეხეთ. ამ შედეგით იმედგაცრუებული არ ვარ, მაგრამ არც კმაყოფილი ვარ. პირველი მატჩით ვერ განსაზღვრავ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებ თუ არა“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს Reuters.
განვლილი შეხვედრის 21-ე წუთზე მაროკოელები საიბარიმ დააწინაურა, ხოლო 32-ე წუთზე საპასუხო ბურთი ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი