ვინისიუსი: „აქ მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ვართ“

0
2

ვინისიუს ჟუნიორს თქმით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვისაა ჩასული.
„ჩვენ აქ მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ვართ. სხვას არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჩვენი ერთადერთი მისიაა. 8 თამაში დარჩა და შემიძლია სიტუაცია შევცვალო როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე გუნდისთვის.
მე გოლებზე ან საგოლე გადაცემებზე არ ვსაუბრობ, არამედ კარგ თამაშზე და გუნდის თავდაჯერებაზე. მნიშვნელობა არ აქვს რამდენ გოლს გავიტან. მნიშვნელოვანი ისაა, ბრაზილია სად აღმოჩნდება“ – იუწყება მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონატის გარემარბის ნათქვამს ბრაზილიური მედია.
აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალზე ბრაზილია C ჯგუფში მაროკოს, ჰაიტის და შოტლანდიას შეხვდება.
ლაშა თაბაგარი