რონალდუ: „ ამ თაობას პორტუგალიელებისთვის ბევრი სიხარულის მოტანა შეუძლია“

0
4

კრიშტიანუ რონალდუს სჯერა, რომ პორტუგალიის ნაკრების ამ თაობას თავისი ხალხისთვის ბევრი სიხარულის მოტანა შეუძლია.
„ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებული ტურნირია, ისევე როგორც ევროპის პირველობა. პორტუგალის ფავორიტია თუ არა. ამას მხოლოდ ბოლოს გავიგებთ.
ეს ძალიან კარგი თაობაა, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ. მაგალითად თამაშია – გამარჯვება ან მარცხი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.
მჯერა, რომ ამ თაობას პორტუგალიელი ხალხისთვის ბევრი სიხარულის მოტანა შეუძლია. მთავარია, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ, ხოლო შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ – თავდაჯერება მშვიდად შევიძინოთ და საკუთარი რიტმი ვიპოვოთ.
ჩემი ფიზიკური ფორმა? ყველაფერი კარგადაა. რა მატჩები არ გინახავთ?“ – იუწყება Goal პორტუგალიის ნაკრების 41 წლის კაპიტნის ნათქვამს, რომელიც კარიერაში მეექვსე მუნდიალს ჩაატარება.
აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალზე პორტუგალია K ჯგუფში კოლუმბიას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და უზბეკეთს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი