საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 72-ეა

0
3

ფიფა/კოკა კოლას ივნისის თვის რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრები 72-ე პოზიციაზეა. ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილებმა იმავე ადგილი შეინარჩუნეს, რაც წინა რეიტინგში ჰქონდათ.
ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონში B ლიგაში მე-2 ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეებს რაც შეეხებათ, უკრაინა 32-ე პოზიციაზეა, უნგრეთი – 39-ეზე, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია – 70-ეზე.
რეიტინგის სათავეში არგენტინა დაბრუნდა, რომელიც 2 საფეხურით დაწინაურდა და საფრანგეთი შეცვალა. მეორე პოზიციაზე ესპანეთია, ხოლო ფრანგები მესამე ადგილზე დაქვეითდნენ.
ლაშა თაბაგარი