რაფინია: „თუ თავს კარგად დავიცავთ გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს“

0
3

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ გარემარბ რაფინიას აზრით, თუ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი დაცვაში თამაშს გააუმჯობესებს, მაშინ მსოფლიო 2026 წლის მუნდიალს მოიგებს.
„ძალიან კარგად მოვემზადეთ. თუმცა, დაცვის ხაზის თამაშის გაუმჯობესებაზე გულმოდგინედ უნდა ვიმუშავოთ. თავს თუ კარგად დავიცავთ, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ძალიან დიდი შანსი გვაქვს.
ეს ხანმოკლე და რთული ტურნირია. ორგანიზაციისთვის მცირე დროა. ჩვენ ვცდილობთ ადაპტირებას და რაც შესაძლოა უკეთესად მომზადებას, რათა შეცდომებისგან თავი დავიზღვიოთ“ – იუწყება რაფინიას ნათქვამს ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.
აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალზე ბრაზილია C ჯგუფში მაროკოს, ჰაიტის და შოტლანდიას შეხვდება.
ლაშა თაბაგარი