„ატალანტას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რაფაელ პალადინო გაუშვეს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბერგამოელთა რიგები 42 წლის იტალიელ სპეციალისტთან ერთად, მთელმა სამწვრთნელო შტაბმა დატოვა.
პალადინო „ატალანტას“ 2025 წლის 11 ნოემბრიდან ავარჯიშებს და ივან იურიჩი შეცვალა. მისი თავკაცობით „ატალანტამ“ ყველა ტურნირში ჩატარებული 39 მატჩიდან 18 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 13 წააგო – 59 ქულა დააგროვა და ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გავიდა.
ლაშა თაბაგარი





