რობინ ვან პერსის კარისკენ მიუთითეს

0
2

რობინ ვან პერსი „ფეინოორდის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ როტერდამული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„ჩვენ გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგის შიდა შეფასება ჩავატარეთ და დაგროვილი ქულების შემცირების ტენდენცია დავინახეთ როგორც ევროთასებზე, ასევე ერედივიზიონში. საბოლოოდ დავასკვენით, რომ სჯობს ახალი სეზონი ახალი მთავარი მწვრთნელით დავიწყოთ“ – განაცხადა „ფეინოორდის“ ტექნიკურმა დირექტორმა დევი რიგომ.
ვან პერის როტერდამელებს სათავეში 2025 წლის 24 თებერვალს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული 58 მატჩიდან 30 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 19 წააგო. 2025-2026 წლების სეზონში „ფეინოორდმა“ ნიდერლანდების ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა.
ნოდერლანდების ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი „ფეინოორდამდე“ 2024-2025 წლების სეზონში „ჰერენვენს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი