17-წლამდელები თურქეთთან დამარცხდნენ – კვარაცხელიას გოლი

0
5

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილები მასპინძელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
თურქებიდან მე-20 წუთზე ანგარიში ჩაქიროღლუმ გახსნა, ხოლო 27-ე წუთზე ნიკოლოზ კობზონაძის გადაცემის შემდეგ, საპასუხო ბურთი თორნიკე კვარაცხელიამ გაიტანა. 62-ე წუთზე ჩვენი გუნდის კარი ქაბაქთაშიმ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
ჩიტაურის შეგირდები ბუფტიას ტექნიკურ ცენტრში მეორე ამხანაგურ თამაშს რუმინეთთან ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი