სკალონი: „მესი იმდენს ითამაშებს, რამდენის სურვილიც ექნება“

0
4

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლიონელ სკალონის თქმით, ლიონელ მესი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე იმდენს ითამაშებს, რამდენის სურვილიც ექნება.
„ლეო იმდენს ითამაშებს, რამდენის სურვილიც ექნება, რადგან ყველამ ვიცით რის გაკეთება შეუძლია. გასაკვირი არაა, რომ ის თავის მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებს.
ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს? გასაკვირი ისაა, რომ მან ნაკრებთან ერთად მხოლოდ ოთხი ტიტული მოიგო. ლეო ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ კიდევ ორი სამხრეთ ამერიკის თასი და მსოფლიო ჩემპიონატი მოეგო“ – იუწყება მსოფლიო მოქმედის ჩემპიონის თავკაცის ნათქვამს გამოცემა Globo.
38 წლის მესი თავის კარიერაში მეექვსე მუნდიალს ითამაშებს. მან 2022 წელს არგენტინასთან ერთად ოქროს მედლები მოიგო, ხოლო 2014 წელს ფინალში არგენტინელები გერმანიასთან დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი