მიქაუტაძეს ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
2

„ვილიარელს“, რომლის ერთ-ერთ ლიდერად გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე ჩამოყალიბდა, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ინიგო პერესმა ჩაიბარა, რომელმაც მარსელინო ტორალი შეცვალა.
38 წლის ესპანელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
ის 2022-2023 წლების სეზონში „რაიო ვალეკანოში“ ანდონი ირაოლას თანაშემწე იყო, ხოლო 2024 წელს მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი გასულ სეზონში კონფერენს ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ლონდონის „კრისტალ პალასთან“ 0:1 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი