სნეიდერი: „კვარაცხელია პსჟ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა“

0
2

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ვესლი სნეიდერს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ მოიგებს.
„რა თქმა უნდა მოიგებს, იქიდან გამომდინარე როგორც თამაშობს. მას არ გაუმართლა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. ასეთ წლებში „ოქროს ბურთს“ ხშირად ეუფლება მოთამაშე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოიგო.
ის პსჟ-ს ყველაზე სახიფათო თავდამსხმელია. იგი ბურთს ძალიან კარგად აკონტროლებს და ამასთანავე, ძალიან სწრაფია, მაშინაც კი როცა ბურთი ფეხში აქვს.
გარდა ამისა, მას პარტნიორისთვის იდეალური პასის გაკეთება შეუძლია. ამ ბიჭს ყველაფერი აქვს. ის კარში საუცხოოდ ურტყამს და ნამდვილად პსჟ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა“ – განაცხადა „აიაქსის“, მადრიდის „რეალისა“ და მილანის „ინტერის“ ექსფეხბურთელმა.
ლაშა თაბაგარი