ხვიჩა კვარაცხელია: „ჩვენი გაკეთებული საქმით და განვლილი გზით ვამაყობ“

0
5

ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეორედ გამარჯვება განაცხადა, პარიზელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ამის შესახებ ლონდონის „არსენალთან“ ფინალში პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა. მან მოედანზე 83-ე წუთი გაატარა და 65-ე წუთზე როცა პსჟ 0:1 აგებდა, პენალტი გამოიმუშავა.
„ჩემს ემოციას ვერ აღვწერ. ჩვენი გაკეთებული საქმით და განვლილი გზით ვამაყობ. ჩვენ ყველა ერთი გუნდის ნაწილი ვართ. ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება დავიმსახურეთ.
პენალტს როდესაც ურტყამ იღბალი გჭირდება, მაგრამ ამაზე ვმუშაობდით.
ამიტომ, მიმაჩნია, რომ ასეთი შედეგი და გამარჯვება დავიმსახურეთ. თამაშის მსვლელობისას მომენტები გვქონდა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მიუხედავად იმისა გოლს თუ ვერ გავიტან ან საგოლე პასს ვერ გავაკეთებ, მთავარია გუნდს დავეხმარო. ჩემთვის სულ ერთია. მე ყოველთვის გუნდისთვის ვთამაშობ. ფეხს რაც შეეხება, ორი დღის წინ ვარჯიშზე დავიზიანე“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა.
კვარაცხელიამ 2025-2026 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 28-ჯერ ითამაშა – 8 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ერთი შეხვედრა გამართა.
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან პლეი-ოფში 8-ჯერ ითამაშა და 7 გოლის (2 დუბლი) გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. ის ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთხჯერ დაასახელეს. მან საკონტინენტთაშორისო თასზე ერთხელ იასპარეზა და ერთი გოლი შეაგდო. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ერთხელ ევროპის სუპერთასზე იასპარეზა.
ხვიჩამ, რომელიც პსჟ-ს 2025 წლის იანვარში შეუერთდა, გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი  და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, ხოლო საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენთაშორისო თასი თითოჯერ მოიგო. მან ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი