ოთარ კიტეიშვილი: “მოსაგებად ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა წარმოვაჩინოთ“

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
29 მაისს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში კვლავ 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი სანაკრებო შეკრებას საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.
შეკრების მიმდინარეობისა და მოახლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.
ოთარ კიტეიშვილი: „ცოტა განსხვავებული ხასიათის შეკრებაა. ადრე შევიკრიბეთ და შედარებით მეტი დრო გვაქვს მოსამზადებლად. მნიშვნელოვანია ასევე იმ მხრივ, რომ გურამ კაშიას ბოლო თამაშია და ყველას გვინდა, ეს მატჩი ისე ჩატარდეს, როგორც მას შეეფერება.
რთული მატჩისთვის ვემზადებით. ვიცით, რომ რუმინეთი ძლიერი გუნდია, რომელმაც ბევრი კარგი შეხვედრა ჩაატარა. მათ შორის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფშიც ითამაშა. ამ მატჩის მოსაგებად ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა წარმოვაჩინოთ“.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).
მატჩების განრიგი:
2 ივნისი, 21:00 | საქართველო – რუმინეთი
5 ივნისი, 20:00 | საქართველო – ბაჰრეინი
ლაშა თაბაგარი