„დილას“ საშინაო მარცხი „სამგურალთან“

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მეორე სათამაშო დღემ სტარტი გორში აიღო, სადაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის მე-15 წუთზე განელმა ნახევარმცველმა ბლანკსონ ანოფმა „სამგურალის“ ნახევარზე ბურთი ბრაზილიელ ვინისიუსს აართვა და დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
ტაიმის შუაწელში მასპინძლებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, როდესაც ოთარ ფარულავამ მოჰამედ კანტე გორელთა მეკარესთან პირისპი დატოვა, მაგრამ გვინეელი ფორვარდმა ლუკა კუტალაძეს ვერ აჯობა, თუმცა შეტევა გაგრძელდა და შოთა შეყილაძემ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
43-ე წუთზე გორელთა საჯარიმოში შეჭრილი ოთარ აფციაური სენეგალელმა ალიუნე ტალიმ წააქცია და მთავარმა მსაჯმა ცოტნე სამსონაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბრაზილიელმა ველისოლმა გამოიყენა – 1:1.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე ფარულავამ ანოფი მოძებნა, რომლის გადაცემის შემდეგ, შეყილაძემ „სამგურალის“ საჯარიმოს ხაზიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარის ბადეში გადაგზავნა – 2:1.
55-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევის დროს, ველისოლმა „დილას“ საჯარიმოში პასი ნიკო ცეცხლაძეს მისცა, რომელიც ერთ მეტოქის გაცდა და დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო კართან ახლოს მდგომმა ბრაზილიელმა სებოლინიამ ანგარიშ გაათანაბრა 2:2.
90-ე წუთზე „სამგურალის“ მორიგი კონტრიერიშისას „დილას“ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი სებოლინია ბურკინა ფასოელ კომპაორეს გაცდა და პასი ვინისიუსს მისცა, რომელმაც კარის ხაზიდან გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:3.
გიორგი ონიანის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ 21 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.
ლევან კორღალიძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ „დილამ“ ოთხი მატჩიდან ვერცერთი მოიგო – 2 ფრე და 2 მარცხი. გორელები 20 ქულით მე-8 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი