შენგელია და ოფი დაშორდნენ

0
1

ლევან შენგელიამ საბერძნეთის სუპერლიგაში მოასპარეზე კრეტას ოფი დატოვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
30 წლის გარემარბმა განვლილ სეზონში სუპერლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ის კრეტელთა შემადგენლობაში 2024 წლიდან გამოდიოდა და საერთო ჯამში ყველა ტურნირში ჩატარებულ 75 შეხვედრაში 6 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ოფი-მ 2025-2026 წლების სეზონში საბერძნეთის თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა. მომავალ სეზონში ოფი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი