ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის სუპერლიგის 2025-2026 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა განვლილ სეზონში კრაიოვას „უნივერსიტატიას“ მაისურით ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. მან გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტული მოიგო.
მექვაბიშვილმა „უნივერსიტატიას“ შემადგენლობაში რუმინეთის თასიც მოიპოვა, რომლის გათამაშებაში 6-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





