ხიზანიშვილმა შესარჩევისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
2

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 3-დან 9 ივნისის ჩათვლით ახალი ფორმატის შესარჩევ ციკლში მიიღებს მონაწილეობას. ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილები 3-გუნდიან ჯგუფში  მონტენეგროს და ისლანდიას დაუპირისპირდებიან. მატჩებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.
მომავალი შესარჩევისთვის ხიზანიშვილმა შემდეგ ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი), საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი).
მცველები: საბა მარსაგიშვილი (იბერია 1999), შოთიკო დიაკონიძე (დინამო თბილისი), ანდრია ნიჟარაძე (დინამო თბილისი), მათე შათირიშვილი (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი).
ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), თენგო ნებულიშვილი (იბერია 1999), საბა ჩხეტიანი (წყალტუბოს სამგურალი), ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილი (ოსასუნა, ესპანეთი).
თავდამსხმელები: ნიკოლოზ სილაკაძე (დინამო თბილისი), დავით მელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).
3 ივნისი | საქართველო [19:00] მონტენეგრო | დავით პეტრიაშვილი 
6 ივნისი | ისლანდია [19:00] მონტენეგრო | დავით პეტრიაშვილი 
9 ივნისი | საქართველო [19:00] ისლანდია | დავით პეტრიაშვილი 

ლაშა თაბაგარი