ვინჩენცო იტალიანო „ბოლონიადან“ წავიდა

0
3

ვინჩენცო იტალიანომ „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობდა დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
48 წლის იტალიელმა სპეციალისტმა და „ბოლონიას“ ხელმძღვანელებმა თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს.
„იტალიანომ კლუბს აცნობა, რომ ორ წელიწადში ნაჩვენები საუცხოო შედეგების შემდეგ მისი ციკლი „ბოლონიაში“ დასრულდა, რაც სამომავლო სამუშაო პერსპექტივაზე დამოკიდებული არაა.
კლუბი ვიჩენცოს მადლობას უხდის ჟინისა და საქმისადმი თავდადებისთვის, რომლითაც განვლილ წლებში მუშაობდა“ – იუწყება „ბოლონიას“ ოფიციალური ვებგვერდი.
იტალიანო „ბოლონიაში“ სათავეში 2024 წლის ივნისში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2025 წელს იტალიის თასი მოიგო, ხოლო გასულ სეზონში იტალიის სერია A-ში მე-8 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი