„ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დანიშნეს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
2025-2026 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, 58 წლის სპეციალისტი „მილანიდან“ გაუშვეს, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა. ის „ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა დატოვა.
ალეგრი „მილანს“ სათავეში მეორედ შარშან ივნისში ჩაუდგა. პირველად ის გუნდს 2010-2014 წლებში ავარჯიშებდა და იტალიის ჩემპიონატთან ერთად, ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა.
იტალიელ სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი ტურინის „იუვენტუსში“ (2014-2019, 2021-2024) ჰქონდა.
ალეგრის თავკაცობით „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ში ზედიზედ 5-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო იტალიის თასს ამდენჯერვე დაეუფლა.
გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით ტურინელებმა 2-ჯერ იტალიის სუპერთასი მოიპოვეს ოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, მაგრამ ჯერ “ბარსელონასთან” წააგეს, შემდეგ – “რეალთან”.
ლაშა თაბაგარი





