„ფიორენტინას“ ფაბიო გროსო გაწვრთნის

0
2

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფაბიო გროსო გაწვრთნის, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
48 წლის სპეციალისტი „სასუოლოს“ თავკაცის თანამდებობას დატოვებს და ფლორენციელებთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის პაოლო ვანოლის შეცვლის.
გროსო საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, „სასუოლომდე“ იტალიის „ბარის“, „ვერონას“, „ბრეშას“, „ფროზინონეს“, შვეიცარიის „სიონს“ და ფრანგულ „ლიონს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი