„ბარსელონამ“ „ნიუკასლიდან“ თავდამსხმელი ენტონი გორდონი შეიძინა. ინგლისის ეროვნული ნაკრების 25 წლის ვინგერი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
გორდონის სანაცვლოდ „ნიუკასლი“ 70 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ბონუსის გათვალისწინებით თანხა 80 მილიონ ევროს გადააჭარბებს.
გორდონი „ნიუკასლში“ 2023 წლის იანვარში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 152 მატჩში 39 გოლი გაიტანა. მანამდე, ის „ევერტონში“ გამოდიოდა, რომელმაც ერთი სეზონი „პრესტონში“ გაანათხოვრა.
ლაშა თაბაგარი





