„კრისტალ პალასის“ მთავარი მწვრთნელის ოლივერ გლასნერის თქმით, კონფერენს ლიგის ფინალში „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის მსვლელობას მის მოლოდინს შეესაბამებოდა. მან ამის შესახებ მადრიდელებთან 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„მატჩის მსვლელობა ჩვენს მოლოდინს შეესაბამებოდა, მაგრამ „კრისტალ პალასი: მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში საუცხოოდ გამოიყურებოდა, როდესაც გოლი გავიტანეთ. ბოლო წუთებში თავს კარგად ვიცავდით და ეს ფანტასტიკური საღამო იყო. ჩვენმა მოთამაშეებმა, კლუბმა და გულშემატკივრებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს.
თავი „კრისტალ პალასის“ საერთო წარმატების მხოლოდ ნაწილად მიმაჩნია. მწვრთნელობისას მარტო ვერაფერს გააკეთებ – გჭირდება საუცხოო სამწვრთნელო შტაბი, საუცხოო ფეხბურთელები და საუცხოო ხალხი. ისინი ყოველთვის ერთად არიან და გულმოდგინედ შრომობენ.
დანიშვნის პირველ დღესვე ვთქვი, რომ თავდაუზოგავად მუშაობის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია. ჩემი ცხოვრების პრინციპი ასეთია – თუ ბოლომდე დაიხარჯები შედეგს მიიღებ და დღეს ასე მოხდა“ – ციტირებს უეფა ავსტრილე სპეციალისტს, რომელმაც „კრისტალ პალასის“ თაკაცის რანგში ბოლო მატჩი ჩაატარა.
„კრისტალ პალასმა“ არსებობის ისტორიაში ევროთასი პირველად მოიგო, ხოლო საერთო ჯამში თავის სამ ტიტულს მოუყარა. ლონდონელებმა მანამდე ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიპოვეს. მათ სამივე ჯილდო გლასნერის ხელმძღვანელობით მოიპოვეს.
ლაშა თაბაგარი





